"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას მიმართა.
იაბერ„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე „დიახ“-ის თქმა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არას“ თქმა არ არის გამოსავალი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი - შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მივცეთ საშუალება ქართველ ხალხს აირჩიონ პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა.“
„მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხი ძალიან აფასებს ამ მხარდაჭერას.
ამ შემოდგომაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების დრო დგება.
მეგობრები გვეკითხებიან: რა ვქნათ?
კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა მაფრედ ვებერმა გუშინ დაასახელა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო იყოს - პროევროპული, პრო-უკრაინული, კანონის უზენაესობის მომხრე
საქართველოს მთავრობის - უფრო სწორად, ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობის ქმედებები, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
თქვენ ყველამ იცით არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის - ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლისა და ლიდერის მიმართ - რაც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიების და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის არასათანადო გამოყენების აშკარა მაგალითი.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის მიმართაც მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ვალდებულია გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რითაც გზა გაუხსნის სტატუსზე უფრო ადვილი გადაწყვეტილების მიღებას.
ვიცი, რომ „დიახ“-ის თქმა რთულია, რადგან წევრობის გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. მე ვიცი, რომ ერები ურთიერთობენ მისი მთავრობების მეშვეობით, რომლებიც არჩეულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. ეს არის სუვერენიტეტი - მთავარი ევროპული ღირებულება.
მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არას“ თქმა არ არის გამოსავალი.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი - შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მივცეთ საშუალება ქართველ ხალხს აირჩიონ პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა, რომელიც შეუერთდება ევროპის სხვა ქვეყნებს და მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და, შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში - ეწვევა თქვენი შესაბამისი ქვეყნების დედაქალაქებს, რათა გააგრძელოს კონსულტაციები - ამ რთულ გარემოში - იმ გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც დააკმაყოფილებს ქართველი ერის ინტერესებს და ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებს.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
“ვიმყოფებით ევროპული სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე. სულ ცოტა ხანში დაიწყება გამოსვლები. მინდა გითხრათ,რომ ეს არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე დიდი ბიძგი მისცა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ შეხვედრები გვქონდა ადგილზე ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, საგარეო ურთიერთობათა სამსახურში. აქ ჩვენ ვხვდებით საქართველოს მეგობრებს, ქართველი ხალხის მეგობრებს. მათ აქვთ ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისკენ, მაგრამ აქ ასევე ისმის საკმაოდ სერიოზული წუხილები ბოლოდროინდელ მოვლენებზე და არა მარტო ბოლოდროინდელ მოვლენებზე, მთლიანად ხელისუფლების მიმართ არის საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება, რადგან მთელი რიგი პოლიტიკური უკუსვლები, რაც ქვეყანაში შეინიშნება ეს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, იმ არადემოკრატიულ რეფორმებს, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის ამ ინტეგრაციის გზაზე, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ყველაფერს და ვცდილობთო, რომ საქართველოს, ქართველ ხალხს შეუნარჩუნდეს შანსი ევროპისკენ სვლაში.“ - განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.