ამ დრამატულ ვითარებაში კარგი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ საბოტაჟის მიუხედავად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხელს არ გვიშვებენ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს, ამ დრამატულ ვითარებაში კარგი არის ის რომ „ქართული ოცნების“ საბოტაჟის და მავნებლური პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხელს არ გვიშვებენ, იმიტომ რომ ხედავენ ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისაკენ. ამიტომ, ჩვენ საერთაშორისო მყარი გარანტიები გვაქვს მოპოვებული, როგორც ჰააგის, ისე სტრასბურგის სასამართლოებში და ამ სასამართლოების გადაწყვეტილებები, განპირობებულია ყველა მანამდელი პოლიტიკური ძალისხმევით, რომელშიც მკაფიოდ და მყარად დაფიქსირებულია, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ სქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის საერთაშორისო სამართლით განპირობებული“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.