ასე მიმართა "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზუკა ბერძენიშვილმა "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორს ლადო ბოჟაძეს ვახო სანაიას გადაცემა 'ხალხის პოლიტიკაში" სადაც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ.
ზუკა ბერძენიშვილის თქმით, ქვეყანაში  ბევრ ადამიანას ექმნება პრობლემა ვინაიდან არის  "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" მხარდამჭერი. შესაბამისად თვლის რომ ქვეყანაში, ადამიანებს აზრის და გამოხატვის თავისუფლების პრობლემა აქვთ. ბოჟაძეს თქმით კი, ქვეყანაში აზრის და გამოხატვის თავისუფლების პრობლემა არ არსებობს. ლადო ბოჟაძე: ნინო ლომჯარიას განცხადება, სოფო ვეძეულს გადაუარეთ, სულხან სალაძეს. დიახ, თქვენს ნაწილში, აზრის და გამოხატვით თავისუფლება არის. დიახ, სოფო ვერძეული, რომელიც გუშინ ყველასთვის მისაღები იყო და იმიტომ რომ განცხადება გავრცელა მთელმა საქართველომ გადაუარა. ზოგი ბოტია, ზოგი ვალინკია. ამ ქვეყანაში აზრის გამოხატვის პრობლემა არ არის. არ დაგავიწყდეს არასდროს! სახლში რომ მიხვალ უთხარი მამაშენს! ზუკა ბერძენიშვილი: რა შუაშია მამაჩემი?!  სახლში ნუ გამიშვებთ.  ეთერის შემდეგ დავილაპარაკოთ. ლადო ბოჟაძე: რა ეთერის მერე უნდა დამელაპარაკო? " წადი და "ნაცმოძრაობას" დაელაპარაკე თუ გინდა ეთერს მიღმა.. მართლა "ანტისაოკუპაციო მოძრაობა"  "ნაცმოძრაობის" შოუდ გადააქციეთ!   ცნობისთვის,  20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარა, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვი სგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ოკუპანტი ქვეყნის დუმის წევრის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოჰყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრუნება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა. მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო, აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი. მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის. მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-25 დღეა მოთხოვნით “გადადგეს გახარია!” იმართება.