ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ გასვლით რეგიონულ ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილიც ესწრება.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში გრძელდება.

მორიგი შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში მიმდინარეობს. შეკრებილ მოსახლეობას ამ წუთებში მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.