"სამარცხვინოა ეს გაქაჩვ-გამოქაჩვა, რა უბედურებაა?! საჩხუბარი მოედანიც კი არ არის ნორმალური, რომ კაცმა იჩხუბოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"კარგად რომ განვმარტოთ რა, როგორ არის... არავის სჭირდება სწავლა, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი მოისმინო და ა.შ. იქმნება ძალიან უხერხული მდგომარეობა, ჯერ ერთი, შეგროვდება ამდენი ხალხი... 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე რა. ბოლოსდაბოლოს სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციაზე, რა უნდა მოაწყოთ, რო გადიხართ და ხელებს იშვერთ... 2 საათი ვუსმენდი კაცს, რომელიც ყეფდა,პირიდან რა არ ამოდიონდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გაგცეთ?! რა გინდათ გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ?! გიყურებთ ხალხი, 800-ჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ უკვე ამ დედამიწის ზურგზე, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ? მართლაც სამარცხვიონია ეს გაქაჩვ-გამოქაჩვები, რა უბედურბაა?! საჩხუბარი მოედანიც კი არ არის ნორმალური, კაცმა რომ იჩხუბოს. გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია, ბოდიში მაინც თქვით, ზის კაცი, ჰყეფს...", - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. ცნობისთვის, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც და მასში სხვა დეპუტატების მონაწილეობდნენ. ინციდენტის დროს მანდატურებმა დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. ინციდენტი ირმა ინაშვილის სიტყვის გამოსვლას მოჰყვა, რაც მას ნიკა მელიამ შეაწყვეტინა. მელიასთან ირმა ინაშვილი მივიდა და ქაღალდები შეაყარა.