„ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ ვიდრე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ გასამართლებაზე სასამართლო იმსჯელებს, გადაწყვეტილება მოქალაქეებმა არჩევნებზე უნდა მიიღონ. 

„ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავაანონსეთ, ამის შესახებ [ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გასამართლება], თუმცა, აბსოლუტურად მართალია პარტიის თავმჯდომარე, როცა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ უნდა დავიწყოთ ამ თემაზე აქტიური განხილვები, რათა სასამართლომდე ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებმა მიიღონ. დარწმუნებული ვარ მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, თუმცა, თუ დარჩებიან ერთეული ადამიანები, რომლებამდეც ვერ მივიტანთ ამ სიმართლეს, ამისთვის არსებობს სასამართლო. სასამართლოს გზით უნდა მოხდეს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ლიდერების, არამედ ნაციონალური მოძრაობის გასამართლება და მხილება იმის, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა ეს იდეოლოგია სახელმწიფოს განვითარებას და როგორ იყო ის მოწადინებული, დაენგრია ქვეყანა," - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.