ვლადიმირ პუტინი ე.წ. „ზავს“ იყენებს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა ცოტა ხნით მაინც შეაჩეროს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ახლა მათ სურთ შობა გამოიყენონ, როგორც საფარი, რათა შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში გარკვეული ხნით და ჩვენს პოზიციებთან განათავსონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები.

მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ომი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ:  რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

განკარგულების თანახმად, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების ზონაში მართლმადიდებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ მსახურებას შობის ღამეს“, - ნათქვამია განკარგულებაში.