პროცესები, რასაც ოპოზიციისგან ვხედავთ, არის მცდელობა თავი გაიმართლონ, რომ თითქოს რა შედეგიც დადგა არჩევნებში არის არა მათი წარსულის ბრალი, არამედ იმის, რომ ვიღაცამ არჩევნები გაუყალბა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გლდანის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ბოჟაძე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ეს კარგია.

„ძალიან კარგი იქნება ოპოზიცია თუ შემოვა პარლამენტში და მე დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება, მაგრამ ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის თავის მართლების რეჟიმი, რომ ამხელა დაფინანსების, პოლიტიკური მხარდაჭერის, საარჩევნო პროცესში ღია და პირდაპირი ჩარევების, სხვადასხვა რეზოლუციების ფონზე, რატომ დადგა ასეთი შედეგი ოპოზიციისთვის. ასეთი მხარდაჭერა და დაფინანსება როცა აქვს ოპოზიციას გარედან, როგორც ჩანს მათი პატრონები სთხოვენ პასუხს, თუ როგორ დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა და თუ რატომ მოატყუეს პატრონები და საკუთარი ამომრჩეველი, რომ ისინი იგებენ არჩევნებს. თუ ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რა უხაროდათ, რას ზეიმობდნენ 8 საათზე, როცა ეგზიტპოლები გამოქვეყნდა. ახლა ეს პროცესები, რასაც ოპოზიციისგან ვხედავთ, არის მცდელობა თავი გაიმართლონ, რომ თითქოს შედეგი, რაც არჩევნებში დადგა, არის არა მათი წარსულის ბრალი, არამედ იმის, რომ ვიღაცამ არჩევნები გაუყალბა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.