“ნაციონალურმა მოძრაობამ" 2007 წელს გააუქმა სპორტის აკადემია. აკადემიის თანამშრომლების და სტუდენტების უკომპრომისო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რეჟიმზე ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტმა სპორტის უნივერსიტეტის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დელეგატი გლდანი რაიონში ვლადიმერ ბოჟაძე წერს.
“მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს და სტუდენტს საუკეთესო წლებისთვის(2013-2024) ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ერთად გავატარეთ სპორტის უნივერსიტეტში. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 2007 წელს გააუქმა სპორტის აკადემია, რითიც აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ქართულ სპორტს, რაც აისახა კიდეც ჩვენი სპორტსმენების შედეგებზე. სპორტის აკადემიის თანამშრომლების და სტუდენტების უკომპრომისო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და 2012 წლის 1 ოქტომბერს, რეჟიმზე ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტმა(თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი) სპორტის უნივერსიტეტის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს მთავრობის(პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი) 2013 წლის 28 მარტის N64 დადგენილებით დაფუძნდა სპორტის უნივერსიტეტი. ბატონ ჯემალ ძაგანიასთან ერთად მქონდა პატივი ფაქტობრივად ნულიდან დაგვეწყო უნივერსიტეტის აღდგენა, ორჯერ წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია, 2014 წელს მივიღეთ პირველი ნაკადი, 2018 წელს გვყავდა პირველი გამოშვება და ყველამ ერთად ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ ქართული სპორტის განვითარებაში, ჩვენი საამაყო სპორტსმენების გამარჯვებებსა და წარმატებებში.
2025 წლის შემოდგომიდან კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით(მინისტრი თეა წულუკიანი) სპორტის უნივერსიტეტს თანამედროვე სტანდარტების შენობა და სპორტული ინფრასტრუქტურა ექნება. ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები სპორტის უნივერსიტეტის გულშემატკივარი და ქართული სპორტის სამსახურში. წინ დიდი გამარჯვებებია!”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.