"სამწუხაროდ ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის, ძალაუფლებისთვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ამოცანები და პრიორიტეტები." - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ანალიტიკური ცენტრის ,,ჯეოქეისი“ -ს თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა რადიო იმედის გადაცემაში, "დღის არხი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.
ეს არავითარ შემთხვევაში არ მინდა გაგებული იყოს ისე რომ ვინმეს პოლიტიკურ ბოსტანში ნასროლი კენჭი არის, მაგრამ, რეალურად ჩვენ ამას ვხედავთ როდესაც პოლიტიკური კულტურის სიმწიფე, დიალოგის კულტურის არ ქონა, რომ ამ ქვეყნის გამარჯვება სწორედ რომ პოზიტიური ჯამის პრინციპის თამაშს უნდა ეფუძნებოდეს, როდესაც გამარჯვებაც საზიარო არის, წარმატება და მარცხიც საზიაროა, აი ეს არის ალბათ ის მორიგი დონე ქართული პოლიტიკის სიმწიფისა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავეუფლოთ და დავეწაფოთ." - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.