ევროპარლამენტიდან ელვა-დეპეშა მიიღო აგენტურამ, აბა, ჰერი, ჰერი არჩევნებისკენო – ევრობიუროკრატებმაც უნდა იცოდნენ და მათმა დამქაშებმაც, რომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ არჩევნებზე საქართველო საბოლოოდ მოიშორებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ვერც ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებას გაექცევა ვინმე, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ევრობიუროკრატებმაც უნდა იცოდნენ და მათმა დამქაშებმაც, რომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ არჩევნებზე საქართველო საბოლოოდ მოიშორებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ვერც ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებას გაექცევა ვინმე“.
„ევროპარლამენტიდან ელვა-დეპეშა მიიღო აგენტურამ – აბა, ჰერი, ჰერი არჩევნებისკენო. ახლა ნახეთ, როგორ ოსტატურად ამოატრიალებენ „პლასტინკას!“ ევროპარლამენტში ყველაფერი იყიდება და ხაზარაძემაც იყიდა არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდება, პასუხი რომ მოსთხოვოს კოლექტიური ნაცმოძის სხვა წევრებს – აბა ახლა მითხარით ვინაა ბოზი, ვერ ხედავთ, ევროპარლამენტი მოგვიწოდებს არჩევნებში შესვლისკენო. მალე იმ „რეკომენდაციასაც“ იყიდის, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი მამუკა ხაზარაძე იყოსო. ევროპარლამენტს რა ენაღვლება, ხაზარაძე იხდის, თანაც მსუყედ. მაგრამ ფუჭია ეს განწირულის სულისკვეთება. ევრობიუროკრატებმაც უნდა იცოდნენ და მათმა დამქაშებმაც, რომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ არჩევნებზე საქართველო საბოლოოდ მოიშორებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ვერც ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებას გაექცევა ვინმე“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.