ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი.
როგორც ვატო შაქარიშვილი აღნიშნავს, შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად ექნება.
„ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…
იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!!
იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!“, - წერს იგი.