აშკარაა, რომ არესტოვიჩი მხოლოდ გამხმოვანებელია და მიზანმიმართულად მიმდინარეობს მუშაობა უკრაინულ-ქართული ურთიერთობების ასამღვრევად, რაც არც ერთ ქვეყანას აწყობს, არც - მეორეს! -ამის შესახებ საზოგადოებრივი მაuწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფრიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, საქართველოსთან დაკავშირებით.
"ერთი შეხედვით, იმდენად თეთრი ძაფით ნაკერი და პრიმიტიული პროვოკაციაა, რომ, თითქოს, ყურადღების მიქცევად არ ღირს, მაგრამ არც ასე იოლადაა საქმე - თუ დიდ სურათს შევხედავთ, აშკარაა, რომ არესტოვიჩი მხოლოდ გამხმოვანებელია და მიზანმიმართულად მიმდინარეობს მუშაობა უკრაინულ-ქართული ურთიერთობების ასამღვრევად, რაც არც ერთ ქვეყანას აწყობს, არც - მეორეს! P.S. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არესტოვიჩი ორსახოვანი პროვოკატორია, თან ხელისუფლებასთან ასოცირდება, მაგრამ თუ საქმეს დასჭირდა, მაშინვე იტყვიან, არესტოვიჩი არაფერს წარმოადგენს და თავის აზრებს არახუნებდაო." წერს ვასილ მაღლაფერიძე. არესტოვიჩი: ჩვენ მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების, სომხების, მოლდოველების, ყველას შველა