„შეიძლება თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის იმედები უფრო ემყარებოდა საქართველოში, შიგნით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ა.შ. მას მერე, რაც გამოჩნდა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის კამპანია საკმაოდ წარუმატებლად მიმდინარეობს, ლობისტური კომპანიაც დაიქირავეს და ჩემი აზრით, ძალიან სწორიც იყო, რადგან დასავლეთში მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები ბევრად უფრო მეტი და გავლენიანი აღმოჩნდა, ვიდრე მისი მომხრეები საქართველოში." - ამის  შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "ქრონიკასთან" განაცხადა.

 ჩემი აზრით, საქართველოში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ხალხს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს კლავენ და დასავლეთში ამ მესიჯების გავრცელებით ბევრად მეტი პოლიტიკური ყურადღების მიპყრობაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, სუბიექტურად, ადამიანის გადმოსახედიდან, რომლისთვისაც მთავარი დახმარების მიღებაა, ჩემი აზით, საზღვარგარეთიდან, ბევრად უფრო ეფექტურად იღებს ამ დახმარებას თავისი მეგობრებისგან, ვიდრე საქართველოში. ამანაც გამოიწვია აქცენტის გადატანა დასავლეთზე და იქ პროცესების გააქტიურებაზე, მას მერე, რაც გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მხარდამჭერები და საზოგადოება ვერ დარწმუნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უბრალოდ წამების მსხვერპლი“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.