„სპეციალურად შევარჩიეთ და გავუშვით ის კადრები, ეს იყო მცირე ნაწილი, რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, მსოფლიოში, ეს სტანდარტულია. არაერთხელ გაჟღერდა, რომ ჩვენი დანაყოფები არასწორად იყენებენ ძალებს. მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენი დანაყოფი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი და პოლიციური ძალები გვყავს გადამზადებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ჰქონდათ ერთობლივი წვრთნები აშშ-ის დანაყოფებთან ერთად. – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
"ეს დანაყოფები გაწვრთნილები და აღჭურვილები არიან, როგორც ევროპულ ქვეყნებში. ჩვენთან რაღაც ახალი არ ხდება. მოვუწოდებ ამ ბავშვების მშობლებს, გამოხატონ აზრი, სიტყვის თავისუფლება ჩვენთან დაცულია, ჩაატარონ აქცია, თუმცა ზღვარს არ უნდა გადავიდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები ცოტანი ვართ ძალიან, ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდობა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით. 20 პროცენტიც არ გამოგვიყენებია ბოლო წლების განმავლობაში, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – განაცხადა გომელაურმა.