"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც საკომიტეტო განხილვები დაიწყება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების და მესამე სექტორის განცხადებები სპეკულაციაა, ვინაიდან, კანონპროექტი თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით დეკლარაციის შევსებასა და გასაჯაროებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი პარლამენტში იგივე ტექსტით დაინიცირდა, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით – ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.