ჩინეთში, გუიჯიუს პროვინციის ქალაქ ბიჯიეს კლინიკას ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვალიფიციური კონსულტაციების ჩატარების მიზნით ექიმების ჯგუფი ეწვია. ექიმებთან მისულთა შორის იყო ახლომდებარე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც - კაცი 26 და ქალი 24 წლის. ისინი ოთხი წლის შეუღლებულები იყვნენ, ბავშვი არ უჩნდებოდათ და სმენოდათ, რომ ლიუ ხუნმეი ცნობილი ექსპერტი იყო გინეკოლოგიის დარგში.
ლიუ ხუნმეიმ ყურადღებით მოუსმინა ახალგაზრდებს, რომლებიც გარეგნულად მშვენივრად გამოიყურებოდნენ, დაინტერესდა მათი კონტაქტების სიხშირით, შეიტყო, რომ ქალს ერთხელაც კი ოთხი წლის მანძილზე მუცელი არც ერთხელ და ოდნავადაც არ წამოზრდია. ამასთან ქალმა აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, ნათესავების მუდმივი უკმაყოფილების და, მეორე მხრივ, ბავშვის ყოფილ დიდი სურვილის გამო, ის გამუდმებით იტანდა ტკივილებს სექსუალური კონტაქტის დროს.
ლიუ ხუნმეიმ ჩათვალა, რომ ქალს რაღაც გინეკოლოგიური ავადმყოფობის გამო ჰქონდა ტკივილები და მას გასინჯვა შესთავაზა. გასინჯვის საწყის ეტაპზევე კი ლიუ სახტად დარჩა, რადგან ოთხი წლის წინ გათხოვილი ქალი კვლავ ქალიშვილი იყო. ექიმმა პაციენტის ანუსიც დაათვალიერა, შემდეგ კვლავ გაესაუბრა ცოლ-ქმარს და დარწმუნდა, რომ მათ ოთხი წლის მანძილზე მუდმივად ჰქონდათ "არასწორი სექსი".
რამდენიმე წუთიანმა ზეპირმა ახსნა-განმარტებამ და მათთვის სამახსოვროდ გადაცემულმა ბროშურა-მეგზურმა ცოლ-ქმარი სწორ გზაზე დააყენა და ახლახანს, იმ საავადმყოფომ, სადაც ლიუ კონსულტაციებს ატარებდა, მადლიერი ცოლ-ქმრისგან მის სახელზე მიღებული მოსაკითხის შესახებ აცნობა ექიმ ლიუ ხუნმეინს: ახალგაზრდები გვესტუმრნენ, მალე ბავშვის შეძენას ელოდებიან და თქვენდამი მადლიერების ნიშნად აქ 100 კვერცხი და ქათამი დატოვესო
მოზადებულია dailymail.co.uk მიხედვით. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ