თბილისი და მოსკოვი „რევერანსებს ცვლიან" იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას და ასეთ ვითარებაში საქართველოს მხრიდან პრორუსული რიტორიკა „პოლიტიკური უზნეობაა“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.
ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საწინაღმდეგო დასავლეთის სანქციებთან შეერთებაზე უარის გამო „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან საქართველოს მთავრობის შექების საპასუხოდ" საქართველოს „პროსამთავრობო" პარტიის ხელმძღვანელმა თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას დაუჭირა მხარი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს უცვლიან რევენანსებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთის დაუსჯელობისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე“ და რომ „ასეთი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას“ და ასევე „ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობაზე"
„უკრაინა - როგორც ხელისუფლების, ისე ხალხის დონეზე - ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით მისი ისტორიის ყველაზე შავბნელ დღეებში. რუსეთის მცდელობების ფონზე, გაანადგუროს უკრაინელები გენოციდის ომში, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან უკრაინის მიმართ ეფექტური სოლიდარობის არარსებობა, პოლიტიკური უზნეობაა", - წერს ნიკოლენკო ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.