ცეზარ ჩოჩელი: არ მგონია, ვინმე გაიყიდოს 20 ვერცხლად- ეს იქნება პოლიტიკური ხარაკირი, რომელსაც საკუთარ თავს გაუკეთებენ
1607494045
გაერთიანებული ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობა, – ძალა ერთობაშიას” წევრი პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ წევრი ცეზარ ჩოჩელი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილი 60-ივე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უარს იტყვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე და ქვეყნის ინტერესს ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ არ გაცვლიან.
ამის შესახებ ცეზარ ჩოჩელმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ და არც მინდა სხვანაირად ვიფიქრო, რომ არა მხოლოდ 36 ადამიანზე. მინდა გავიზიარო გიგის პათოსი. დარწმუნებული ვარ, რომ 60-იდან არცერთი არ შევა, თითოეულს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მათი ცხოვრებისეული ღირებულებები და არ მგონია, ვინმე გაიყიდოს 20 ვერცხლად და ქვეყნის ინტერესი დააყენოს თავისი თუნდაც პირადი კეთილდღეობის ან რაიმე ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ. თუ ასეთი რამ მოხდა, ეს იქნება პოლიტიკური ხარაკირი, რომელსაც ისინი გაუკეთებენ საკუთარ თავს, იმ პარტიებს, იმ საზოგადოებას რომელსაც თავად წარმოადგენენ. მე არ ვისუვებდი მათი მდგომარეობის გაზიარებას". - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
მისივე თქმით, არის ცხოვრებაში საკითხები, როცა დგება მნიშვნელოვანი დრო, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო პირად კეთილდღეობასა და სახელმწიფოს მდგომარეობას შორის.