"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.
გიორგი ვაშაძე ტრიბუნიდან რუსულ კანონზე და აკეთებდა განცხადებას, რა დროსაც მოულოდნელად ზავრადაშვილი მიიჭრა და სახეში წყალი მიასხა.
„ყოჩაღ, მადლობა. ბრავო, აი, ეგ ხართ. არაუშავს. ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. ეს არის ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ. მერწმუნეთ, ეს წყალი არაფერს უზამს, არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს თქვენ მიერ ღალატის არჩეული გზა. ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ვერცერთი ბოროტი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ადამიანი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.
"თქვენ ხართ უსამშობლოების გაერთიანება, რომლებიც ღალატის გზას ხართ დამდგარი" - მიმართა ამის შემდეგ გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.