"პოლიტიკური პანაშვიდი"  - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს "ნაცმოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას, სადაც "მშვიდობიანი რევოლუციით" მმართველი გუნდის წასვლაზე საუბრობს "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. 

"ეს არის წინასწარ გამოცხადებული პოლიტიკური პანაშვიდი კოლექტიური "ნაცმოძრაობისა" - საკუთარ ამომრჩეველს უხმობენ, რომ ერთად დაიტირონ საკუთარი პოლიტიკური წარუმატებლობა და საბოლოო გაძევება საქართველოს პოლიტიკიდან. მათ სხვა არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. თუ მაინც შეეცდებიან, რომ, არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი გზებით, როგორმე შემოიტანონ დისონანსი ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, რეაგირება იქნება ადეკვატური", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.