აბსოლუტურად ამორალური ფორმებით მუშაობს „ქართული ოცნება“ თავის ოპონენტებთან, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„მგონი, არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითლიკვიდაციის პროცესში არის და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ეს შეცდომები ხანდახან დანაშაულებრივი ხასიათისაა, რასაც ჩვენ ქუჩაში ვუყურებთ, როგორ ექცევიან მშვიდობიან მომიტინგეებს, როგორ დასდევენ ხალხს, როგორ იტაცებენ ადამიანებს და შემდეგ სასიკვდილოდ იმეტებენ, ისე სცემენ. აბსოლუტურად ამორალური ფორმებით მუშაობს „ქართული ოცნება“ თავის ოპონენტებთან",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.