ივანიშვილს მოუწევს პირადად პასუხისმგებლობის აღება ყველა იმ ქმედებებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩაიდენს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთ საახალწლო საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა. არავინ ცხოვრობს იმ ილუზიაში, რომ ივანიშვილი საიდანღაც დაბრუნდა. ივანიშვილი მანამდეც „ქართული ოცნების“ მამოძრავებელი ღერძი იყო და ყველა პრინციპულ საკითხზე ის იღებდა გადაწყვეტილებას. ახლა საარჩევნო კამპანიაა და გადაწყვეტილების მიმღები პირის, პოლიტიკური უპასუხისმგებლობის პოზაში ყოფნა ძალიან სახიფათოა პოლიტიკური პროცესისთვის, ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ის გამოვიდა სცენაზე. იმედი მაქვს, რომ ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ არ იქნება ერთადერთი, ის გამოჩნდება საჯაროდ, მას ექნება კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან. ივანიშვილს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, პირადად პასუხისმგებლობის აღება ყველა იმ ქმედებებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩაიდენს“,- განაცხადა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.