"ეს მშიშარა, 12 არა 32 ,  და კიდევ მანამდე ხელს მოვუწერ მის პრემიერობაზე და ლეგიტიმაციაზე. ფორმატი არის ერთი - ერთი - ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ. სულ ეს არის. ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა" - თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

არის სამი სუბიექტი - ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი, მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.