პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი მაშინ წავიკითხე, როდესაც გზაში ვიყავი. გახსოვთ, ექვსი დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარს მიჭერდა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც, მას მიაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის აუცილებელია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„გუშინდელ ეთერში მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რადგან ჩემი ორწლიანი ვადა, რომლითაც პარტიის ყრილობამ ამირჩია, დაახლოებით ერთ თვეში იწურება. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, პოსტი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გზაში წავიკითხე, ჩემთვის მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, რჩება თუ არა პარტიაში, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს.










