პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა, ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ რეალობაში, რომელიც ქართველმა ხალხმა შექმნა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ჩვენ ამისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად, რომელთანაც გვაქვს ძალიან ინტენსიური კოორდინაცია, ვართ მზად,“ - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.