საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე "ქართულმა ოცნებამ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის კანდიდატად წარადგინა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს, პოლიტიკური გუნდის ლიდერებს, მინდა მივმართო სრულიად საქართველოს, აჭარის მოსახლეობას. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის რასაც ითვალისწინების აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, ეს გახლავთ პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა.
ამ წარდგენის შემთხვევაში, მე მზად ვარ წარმოვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ასევე ის სამთავრობო პროგრამა რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში, ჩვენი მიზანია აჭარის რეგიონში მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ეს ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელიც იქნება წარმოდგენილი ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს", - განაცხადა რიჟაძემ.
ვინ არის და რა ბიოგრაფია აქვს თორნიკე რიჟამაძეს?
დაიბადა 1989 წლის 25 მარტს ხულოში.
განათლება:
2017 - ფლორენციის რეგულირების სკოლა -ენერგო სექტორის რეგულირება
2015 –დღემდე-ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დოქტორანტურა- Ph.D ,,ენერგეტიკის სამართალი”
2012-2013- სიტის უნივერსიტეტი, ლონდონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი) სამართლის მაგისტრი LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი.დისერტაცია: ,,Project finance: Does it really eliminates agency problems or promotes opportunistic behavior? The Case of Eurotunnel”
2012-ლიჰაის უნივესტიტეტი, პენსილვანია, აშშ ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი
The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program
2011-2014- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის მაგისტრი MBA/საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით
2007-2011- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართლის ბაკალავრი. 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე, პეპპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, კალიფორნია
2006-2007- პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი, კალიფორნია, აშშ. (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიანტი)
სამუშაო გამოცდილება:
2017 – 26 დეკემბერი – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი
2017-24 ივლისი – 2017 -15 დეკემბერი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
2013-2017-შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო),იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015)
2014-2016-აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო ,მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში
2011-2012-სს “ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია”, აჭარის რეგიონალური მენეჯერი
2010-2011-გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი
2007–2013-სამეწარმეო და საკონსულტაციო საქმიანობა, დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი(EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამა)
2012-2013-სტაჟირება ფინანსური ინოვაციების შემსწავლელ ცენტრში (CSFI), ლონდონი
2008-2009 -სტაჟირება სი-ეიჩ-ეფ ინთერნეიშენალ (CHF International, USAID programme)