თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია არაფორმალურ ვითარებაში, კაფე La Truffe-ში შეხვდნენ. მათი შეხვედრის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.
როგორც ხიდაშელმა შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, ის ყველა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან აპირებს შეხვედრას.
"ყოფილ თავდაცვის მინისტრებთან ვაპირებ შეხვედრას ნამდვილად ვაპირებ. რაზე ვიმსჯელეთ ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ აბსოლუტურად ყველას ვხვდები. ირაკლი ჩემი მეგობარია და ბუნებრივია, რომ მასთან შეხვედრები გაცილებით უფრო ხშირი და ინტენსიური მექნება, ვიდრე იმათთან ვინც არ არიან ჩემი მეგობრები",-განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, ხიდაშელმა და ალასანიამ არ დააკონკრეტეს, შეეხო თუ არა საუბარი ე.წ კაბელების საქმეს.