"იმედის" ჟურნალისტი თეონა გეგელია ფიქრობს, რომ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უპრინციპო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზე განაცხადა.
თეონა გეგელია: ამ ადამიანის განცხადება პედოფილიაზე, რომელიც თქვენ თავზე მიიღეთ... თვლით, რომ მისთვის მხარდაჭერა პრინციპული პოლიტიკოსის ნაბიჯია? თქვენ, როგორც პარტიის თავმჯდომარეს სულ ცოტა არ უნდა გაგესაჯაროვებინათ თქვენი პოზიცია. ზურაბ ჯაფარიძე: მე არაფერი მაქვს დასამალი, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ საჯაროდ. არ მინდა ჩუმად ვაკეთო. ჩემმა მხარდამჭერებმაც უნდა იცოდნენ, რას ვაკეთებ. თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვარ უპრინციპო პოლიტიკოსი? თეონა გეგელია: თქვენი ამომრჩევლების ნაწილის აღქმაა, რომ ეს არ იყო პრინციპული პოლიტიკოსის ნაბიჯი. მე მოგეცით ხმა და ეს არის ჩემი აზრი. ზურა ჯაფარიძე: ეს არ ვიცოდი, მადლობა, რომ მხარი დამიჭირეთ. თეონა გეგელია: მე მგონი შევცდი. ზურაბ ჯაფარიძე: არაუშავს.