„ქართული ოცნება” თავისი პროპაგანდისტული საშუალებით თუ ამტკიცებს, რომ კანადა, საფრანგეთი და საქართველო ერთნაირი კანონმდებლობით სარგებლობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება” მტრად აცხადებს დასავლეთს და არა – მტრულად განწყობილ ქვეყნებს, როგორც ეს კანადისა და საფრანგეთის მაგალითზეა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.

„ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ამ პროპაგანდისტული მიზნებით ამ კანონს იყენებენ, რამდენადაც დაფინანსება არ არის ერთადერთი საშუალება, რითიც მთლიანად არასამთავრობო სექტორი იძულებულია, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ რეესტრში დარეგისტრირდეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ რეალური მტერი, ოკუპანტი რუსეთი მათთვის არ არის მთავარი პრობლემა და დასავლეთი არის მტერი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა