ხელისუფლება საკუთარ ხალხს ატყუებს. შექმნეს რაღაც ილუზია, თითქოს ღირსებით სადღაც მიდიან, არადა უღირსად მიგვაქანებენ რუსეთში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

ყველაზე მძიმე სურათი, რაც გვიდგას, ის არის, რომ საქართველომ დაკეტა კარი ნატოსა და ევროკავშირისკენ. კიდევ არ ვიცი, რა ზიანი აქვს ქვეყანას მიღებული და მე გავაგრძელებ ამ წერილების დაგზავნას, იქნებ ჩვენმა მეგობრებმა უფრო მეტი გვითხრან, ვიდრე ჩვენი მთავრობა გვეუბნება, იმიტომ, რომ, რეალურად, ხელისუფლება საკუთარ ხალხს ატყუებს. შექმნეს რაღაც ილუზია, თითქოს ღირსებით სადღაც მიდიან, არა და უღირსად მიგვაქანებენ რუსეთში,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.