საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების ცემის ფაქტს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, როდესაც შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა დემონსტრანტების საცემრად, მმართველმა გუნდმა მანიფესტანტების დაშინება, მისი თქმით, სიკვდილის ბრიგადებით გადაწყვიტა.

"10 დღეა, ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა. 10 დღის განმავლობაში, ივანიშვილის შავრაზმელები უპირისპირდებიან ქართველ ხალს და როდესაც ეს შავ ნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა ივანიშვილმა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს, ისევე, როგორს სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. გუშინდელი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ამ ქვეყანაში არის დანაშაულად მიჩნეული, ამიტომ ნებისმიერი მათი განცხადება არის სიყალბე და ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათი ყალბი განცხადების მიუხედავად სიმართლის შესახებ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.