"ჩვენი გზა არის მშვიდობიანი, კონსტიტუციური პროცესი, მათ შორის, დიალოგი ხელახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
ეს განცხადება მან მმართველი გუნდის მოწოდების პასუხად გააკეთა, რომელიც ოპონენტებს სამუშაო სივრცეში დაბრუნებას და პასუხისმგებლობის აღებას ურჩევს.
"დიალოგი არის ნორმალური დემოკრატიული ქვეყნების გზა კრიზისის განმუხტვისთვის. მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთთან ვერ საუბრობენ, ჩვენი გზა არის მშვიდობიანი, კონსტიტუციური პროცესი, მათ შორის, დიალოგი ხელახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით თუ სხვა ცვლილებებზე, რაც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.