„ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები მორიგი რევოლუციისთვის ემზადებიან, მორიგი უშედეგო რევოლუციისთვის. მათ მუქარაზე ერთად გავიღიმებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

"მათ მწყობრი გეგმა არ აქვთ. საქართველოში იმის რესურსი არ არსებობს, რომ ხელისუფლების დამხობა ძალადობით მოხდეს. კონსტიტუციის ფარგლებში ვინც შეიკრიბება, ამის უფლება აქვთ, მაგრამ თუ შეკრება კანონსაწინააღმდეგო სახეს მიიღებს, რეაგირება იქნება – ამისკენ ნაბიჯს ნუ გადადგამენ. ოპოზიციაში ბაკქანალია იმისთვის არის, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს – კარგად იციან, რევოლუციას ვერ მოახდენენ. ახლა ოპოზიციაში შორის დოღია – ვინ დაიკავებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილს. ვინც ამ ადგილს დაიკავებს, „დიფსთეითისგან“ დაფინანსებას ის მიიღებს“,- განაცხადა შარმანაშვილმა.