ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ არასამართლიან დამოკიდებულებას, რაც მათი მხრიდან ძალიან ცუდია - ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას. 

მისივე თქმით, საქართველოს ვერანაირი ზეწოლით კურსს ვერ შეაცვლევინებენ:

"ეს არის ერთნაირი შინაარსის ტექსტები სხვადასხვა რეზოლუციაში. როდესაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ასეთი რეზოლუციის მიღებას სთავაზობენ, თავისი ქვეყნის კონგრესი როდესაც სთავაზობს რაღაც რეზოლუციის მიღებას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას როდესაც სთავაზობენ ასეთი ტიპის რეზოლუციის მიღებას - ეს გადამღერებებია, ტექსტი კი იგივეა. ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ არასამართლიან დამოკიდებულებას, რაც მათი მხრიდან ძალიან ცუდია. ჩვენ, ვერანაირი ზეწოლით ჩვენს კურსს ვერ შეგვაცვლევინებენ და ხელს ვერ აგვაღებინებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.