მამაჩემი იყო ძალიან კარგი იურისტი, ძალიან კარგი ქართველი, ვაჟკაცი კაცი, მას ასე ახასიათებს ყველა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მან, რიგითი გამომძიებლიდან დაიწყო თავისი კარიერა. ის იყო პროკურორი და შემდეგ მოსამართლე. ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ის დაინიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. მე განაჩენებიც მაქვს და როდესაც ამის დრო დადგება, საქმის ფაბულებსაც გამოვაქვეყნებ მსჯავრდებულების გვარებისა და სახელების გარეშე ჟორჟოლიანისგან განსხვავებით. იმიტომ რომ ენითაუწერელი სისასტიკეები აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი, მე მათ პირად ცხოვრებას მაინც პატივს ვცემ. ისინი დღეს ყველა ცოცხალია.

მოსამართლეები, ვინც მაშინ ასეთ საქმეებს იხილავდნენ, არ იყვნენ ბევრნი, რადგან ამას სჭირდება სერიოზული ცოდნა, რაც მამაჩემს, ავთანდილ წულუკიანს ჰქონდა. ამას ასევე სჭირდება მომზადება მორალური იმისთვის, რომ როდესაც შენს წინაშე ზის ადამიანი, რომელმაც თავისი ორი მეგობარი სახლში მიიტყუა და წამებით მოკლა, შემდეგ გვამები დაჭრა, პარკებში ჩააწყო და ნაგავში გადაყარა, ასეთი ადამიანი რომ გიზის სასამართლო დარბაზში, მის ღირსებას არ მიაყენო შეურაცხყოფა, რაც სააკაშვილის მოსამართლეებს არ შეეძლოთ და არც სააკაშვილს შეუძლია, აღარაფერს ვამბობ ადეიშვილზე.

თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ მის (ავთანდილ წულუკიანი) მიერ მსჯავრდებულად ქცეულ ადამიანს, რომელიც მისი მადლიერი არ იყო. ის იცავდა მხარეთა თანასწორობას დარბაზში. ყველაზე სასტიკმა დამნაშავემ იცოდა, რომ თუ ოდნავ მაინც მართალი იყო, მას სასამართლო დარბაზში სიმართლე არ დაეკარგებოდა. ეს არ არის შვილის მიერ მამის შეფასება, რადგან მე არ ვარ ვალდებული ამდენი ვილაპარაკო, თუ ეს რეალობა არ არის. მე ამ ადამიანის ღირსებას ბოლომდე დავიცავ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 შეგახსენებთ, თეა წულუკიანის ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივლა