დედაქალაქის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს. აღნიშნული ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით განაწილდება. კერძოდ, ინფრასტრუქტურისთვის განსაზღვრული ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი - 535 მილიონს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის შედეგებს:
2024 წელს დედაქალაქში სრულად რეაბილიტირდა და მოწესრიგდა 1 000-ზე მეტი ქუჩა. რეაბილიტირებული გზების ფართობი შეადგენს 1 253 046 კვ. მეტრს.
2024 წელს 450 000 კვ. მეტრზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 581 პარკს, სკვერს და სპორტულ მოედანს.
2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 29 პროგრამა განახორციელა. დაკმაყოფილდა 300 000-მდე მოქალაქის ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნა.
2024 წელს დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების წევრი 5 300-ზე მეტი სტუდენტი, საზაფხულო პროგრამებში ჩაერთო 2 000-მდე ახალგაზრდა.
2024 წელს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 14, კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით - 230-მდე, ხოლო „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში - 56 პროექტი.
2024 წელს აშენდა და გაიხსნა 5 საბავშვო ბაგა-ბაღი, განახლდა 8, შენდება 6, რეაბილიტაცია უტარდება 2 ბაღის შენობას.
2024 წელს შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ შეისყიდა სხვადასხვა დანიშნულების 104 სპეცმანქანა, მოეწყო 228 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი, დამონტაჟდა 5 000-მდე სანათი.
2024 წელს დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე დაიხაზა საგზაო მონიშვნები - 74 982 კვ. მეტრი. დასრულდა 4 მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია.
2024 წელს დამონტაჟდა მოძრაობის სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი - 5 346 გრძივი მეტრი, 4 066 სხვადასხვა ჯგუფის საგზაო ნიშანი და 68 შუქნიშანი.
2024 წელს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიიღო 1 038 სამშენებლო ობიექტი, შესწავლის პროცესშია 243 განაცხადი.
2024 წელს დასრულდა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელის საბაგირო გზის და მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2024 წელს დამატებით შესყიდულია 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. 2025 წელს დედაქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.
2024 წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე.
2024 წელს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა 204 ოჯახს. 2017 წლიდან დღემდე, ფართები საკუთრებაში გადაეცა 3 010 ოჯახს.
2024 წელს საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული 390 პირი. საერთო ჯამში, დაკმაყოფილებულია 2 483 პირი.
2024 წელს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თანხმობა გაიცა, დაახლოებით, 19 000 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე.
2024 წელს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე აშენდა და სრულად აღიჭურვა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი.
15 000-მდე თბილისელმა გაიარა უფასო კონსულტაცია "ჩვენი ადვოკატის" ადვოკატებთან თბილისის რაიონების გამგეობებში. საგანმანათლებლო მიმართულებით, საადვოკატო პრაქტიკა გაიარა სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტების 200-მდე
სტუდენტმა.
2025 წლის დედაქალაქის ნაერთი ბიუჯეტი, სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების, გარდამავალი ნაშთის და სესხების ჩათვლით, 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს.
თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.
2025 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 535 მილიონს.