პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დღეს „იარაღის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე“ იმსჯელებენ. კანონპროექტის მიღებით აიკრძალება ელექტროშოკური მოწყობილობის ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა ან ტარება.

ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზირებას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის დამზადება, შეკეთება ან ამ იარაღით ვაჭრობა.

ინიციატივას დადებითად აფასებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. მათი თქმით, კანონპროექტის მიღება ქვეყანაში უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.