შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნება“ ირჩევენ სტრატეგიას, როდესაც თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ბუნებრივია, სხვა არაფერი დარჩენიათ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა:
მისი თქმით, სჯობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „იმ ვითარებაზე ისაუბრონ, რაც საქართველოში მათ პირობებში დადგა“.
„მათ გააუქმეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებით ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეს. ახლა ვისმენთ ამ პუნქტებად გაწერილ გეგმებს, როგორ უნდა მოხდეს ევროპული ღირებულებების დაბრუნება, თუმცა სჯობს ადგილობრივ კონტექსტსა და იმ ვითარებაზე ისაუბრონ, რაც საქართველოში მათ პირობებში დადგა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.






