"საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე".

ამის შესახებ "ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ: 5 ოქტომბერს, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.

საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.