პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით და როგორც მე არ ვერევი მის სიმღერაში, ისე ეგ ნუ ჩაერევა ჩემს “სიმღერაში”. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"არასოდეს მომივა თავში აზრად, სცენაზე ავუხტე და ბანი მივცე. იკმაროს რაც დააშავა - უდანაშაულო ადამიანებს რომ რეჟიმის მოწყალების სათხოვნელად გაუხადა საქმე! პატივი სცეს ჯერ საკუთარ პროფესიას და მერე სხვისას. ან “პროდასავლელ ქურდებს”არიგოს ჭკუა.
თავხედი ეს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: იმ ოპო-პოლიტიკოსებს, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, დაუსრულებელი ლაპარაკის გარდა, უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ








