დღეს "გახარია საქართველოსთვის" განცხადება გაავრცელა. მოგვიანებით კი მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩვენი გუნდის განცხადების გამოქვეყნებამდე, გიორგი გახარია ესაუბრა ქალბატონ პრეზიდენტს. ასევე, ჩემი თანდასწრებით ტელეფონზე ესაუბრა ბატონ ხაზარაძესაც.
დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა. გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ." - წერს ანა ბუჩუკური "ფეისბუკში".