"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველაზე დიდმა სადამკვირვებლო მისიამ - ეოთო/ოდირმა არჩევნები ლეგიტიმურად გამოაცხადა. ოპოზიცია კი იმ დარღვევებზე აქცენტირებს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაასახელეს.

"ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით, სადმე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნდობა?! - მათ თქვეს, რომ არჩევნები მიმდინარეობდა შიშის რეჟიმში, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ძალადობის პირობებში. ის, რომ ზოგიერთ უბანზე იყო სიმშვიდე, არ განსაზღვრავს არჩევნების საბოლოო შედეგებს. აქედან გამომდინარე, ყურადღება მისაქცევია იმაზე, საერთო შეფასება როგორია მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდთან და არჩევნების დღესთან დაკავშირებით. არჩევნები იყო არასამართლიანი, არათანაბარი და არათავისუფალი. კონკურენტული არის ზოგადი ფრაზა, კონკურენცია რა პირობებში მიმდინარეობდა ამას გპასუხობთ ახლა მე თქვენ", - განაცხადა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ კორძაიამ.