გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.
„ოღონდ სააკაშვილი გადმოგვეცითო სამკურნალოდ და პირობას გაძლევთ, იგი პოლიტიკას აღარასოდეს დაუბრუნდებაო.
პირველი - სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აღარავის ეშინია. იგი იყო საპნის ბუშტი, რომელიც გასკდა და დამთავრდა, როგორც პოლიტიკოსი.
მეორე - ევროპას სააკაშვილის საქართველოში დარჩენის აშკარად ეშინია. პოლონეთმა სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო, უარყო. სააკაშვილმა სიკვდილისა და მოწამვლის გეგმა, რომელიც მანამდე მოქმედებდა, გააშიშვლა, სააშკარაოზე გამოიტანა. პოლონეთის განცხადება ერთგვარი ვაჭრობა იყო საქართველოსთან. მათ სააკაშვილის პირის გაღების ეშინიათ. მიხეილ სააკაშვილი არის გაუწონასწორებელი პიროვნება, მისი მოთოკვა ძალიან რთულია - უცხოეთში იმის გარანტია არ აქვთ, რომ თუკი იგი საქართველოში დარჩება, არაფერს იტყვის“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გადაუვადა.