პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სწორ შეფასებას უკეთებს ტრაქტატის მნიშშვნელობას.

 ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიამ მრავალი საშინელი ქმედება განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, ქვეყანას უფრო გაუჭირდებოდა სამხრეთის ქვეყნებისგან გადარჩენა- რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება: 

„გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფეობთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უწიფრობაა“ - წერს ჩიბურდანიძე. 

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, ქართველების რაოდენობა 740 000-დან 2 მილიონამდე გაიზარდა და ამ რიცხვს გადააჭარბა კიდეც. ანალიტიკოსის სიტყვებით, ერეკლე მეფემ საქართველო გადაარჩინა „ფიზიკური წყვეტისგან“. 

“ვინც არ იცის საქართველოს დემოგრაფიული ისტორია, მისთვის მარტივია ფაქტებზე საუბარი, მითუმეტეს, პოლიტიკური სტიგმების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველო გადარჩა და ეს სწორედ რომ ასეა. ამას მოწმობს სტატისტიკური ციფრებიც. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, გეორგიევსკის ტრაქტატამდე საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 5 მილიონიდან 740 000- მდე იყო დასული გამუდმებული ომებისა და გავრცელებული პანდემიის შედეგად. ხოლო ტრაქტატის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 2 მილიონს გადააჭარბა (წყარო: ანზორ თოთაძე -“საქართველოს დემოგრაფიული მომაცემები”). ასეთი სწრაფი მატება ბუნებრივი მატების და არა მოსახლეობის შევსების კუთხით, საქართველოს იატორიას არ ახსოვს. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”.

სწორედ ასე გაქრა უამრავი უძველესი ერი სამყაროდან. ვისთვისაც ეს ციფრები ძვირფასი არ არის, მისთვის არც ქვეყანაა ძვირფასი, არც ეროვნება, რელიგია და არც ჩვენი გენოფონდი. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილი საშინელი ქმედებები - გუბერნიად ქცეული ქვეყანა, კირით შეღებილი ეკლესიები, საქართველოდან გატანილი უამრავი საეკლესიო ქონება, ძვირფასეულობა და ბოლოს, სახელმწიფო ენის წართმევის მცდელობაც. ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფეობთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა!

ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უწიფრობაა. როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, არავის ახსენდება მისი პოზიტიური შედეგებიც. ან იციან, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა არ აძლევთ ამის თქმის უფლებას. ვინმეს უფიქრია, როგორ შეიქმნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ეპოქა - თერგდალეულები? კლასიკოსები, პროფესიონალები, რომლებიც მაშინ ევროპას კვებავდნენ თავიანთი აზროვნებით. არ არის გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მეცხრამეტე საუკუნის საქართველომ დიდად შეუწყო ხელი ევროპის, როგორც ფენომენის ჩამოაყალიბებას ხელოვნების, ეკონომიკის, არქიტექტურის, უფლებრივი დაცვისა თუ თანასწორობის საკითხებში. აღარაფერს ვსაუბრობთ ქრისტიანული სწავლების მიმართულებით. რომ არა სოციალისტური რევოლუცია, რომელიც ისევ დასავლეთის პირმშო იყო, საქართველოს ძლიერ იდენტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას წინ ვერავინ გადაეღობებოდა. თუ ვინმემ დაგვადო ბროკილები, ეს საბჭოთა რევოლუცია იყო, რომლის სათავეც ევროპიდან მოდიოდა. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია რუსულ იარლიყს გვაწებებს, ეს მათი ნარატივია, რომელსაც მხოლოდ მათი მცირე მხარდამჭერები მიყვებიან. ამ სტიგმის არავის ეშინია. თუ გვინდა სწორად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო, ჯერ წარსული უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ განვსაზღვროთ მისი მომავალი. გეორგიევსკის ტრაქტატმა და ერეკლე მეფის პატრიოტულმა, გონივრულმა გადაწყვეტილებამ საქართველო სრული დემოგრაფიული, ეთნიკური და რელიგიური განადგურებისგან გადაარჩინა. დიახ, ასევე ბევრჯერ ვიგემეთ რუსის ჩექმა, ჩაგვრა, ოკუპაცია, მაგრამ ამას მოვერიეთ და ბოლომდე გავიმარჯვებთ, მაგრამ იმ “სხვა გადაწყვეტილებით” მიღებულ შედეგს ვეღარავინ გამოასწორებდა” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.