დღეს, "ევროპული საქართველო" პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა. რასაც"ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი, ამჟამად კი "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ყავლგასული პოლიტიკური სუტენიორი aka სალომე ჩხეიძე, საკუთარ ადგილს დაუბრუნდა მიშა/კეზერას წიაღში - ეს ემოჯი ჯობია. ერთად ჩაირეცხებიან." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე, რამდენიმე დღის წინ, პარტია "ფედერალისტების" დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, "ფეისბუკში" დაწერა, რომ გიგი წერეთელი, რომელიც მისი ყოფილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია სოციალურ ქსელში კომენტარებს სხვისი სახელითა და გვარით წერს. - "ეს სალომე ჩხეიძე გიგი წერეთელია"