ტაბულამ სამსახურიდან გაათავისუფლა ფოტოგრაფი, რომელმაც ორი დღის წინ უარი გვითხრა მისი ფოტოების (მარტის პროტესტი) გამოყენებაზე ფილმში ლაზარეს 12 მსაჯული. 
ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ ფოტოგრაფს სხვაზე ფილმში "ტიტრებად" ყოფნა არ უნდოდა და პერსონალურ გამოფენას ითხოვდა. (ვფიქრობდი ამ უკანასკნელშიც დავხმარებოდი). - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ "სხვა" არის 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ერთი წელია მარტოსულ საკანში ზის მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმს მისი სახით მთელი ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის გაშავება უნდა. 
მე დამაყენეთ ცენტრში, ლაზარეს ჩრდილში რა მესაქმებაო - მოკლედ ეს იყო ამ კაცის ამბავი. 

ცხადია ამ საზარელი თვისების გამოვლენის შემდეგ, მასთან ყველა ფორმატში თანამშრომლობა შეწყდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ტიპის ეგომანიაკებთან თანამშრომლობა ნებისმიერი ჯანსაღი ორგანიზაციისთვის საშიშია. 
ჩემი მიყვანილია ეს ადამიანი ტაბულაში, რის გამოც პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ბოდიშს ვუხდი ტაბულას შექმნილი უხერხულობისთვის. - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.