სამი პარტია ატყუებს ამომრჩეველს რომ ბიძინა ივანიშვილს ყოფას უტირებს - 200 კაცზე მეტის მობილიზება ვერ გააკეთეს, რევოლუციას "აწყობენ" თან, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ცესკოსთან აქცია იყო.
სამი პარტია ატყუებს ამომრჩეველს (გახარია მგონი ჩუმადაა), რომ ბიძინა ივანიშვილს ყოფას უტირებს.
სამმა პარტიამ მრავალი მილიონი დახარჯა არჩევნებში.
ერთი თვეც არ გასულა და 200 კაცზე მეტის მობილიზება ვერ გააკეთეს.
რევოლუციას "აწყობენ" თან.
მინიმალური პატივისცემა არ გააჩნიათ ამომრჩევლის, რომ არ მოატყუონ მაინც.
რატომ აკრიტიკებო.
ვინც ამათ არ აკრიტიკებთ, თავებს მოკითხეთ რუსულ ჭაობში ჯდომა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.