60 წლის ქალს ღირსეული სამუშაო ადგილი სჭირდება და არა ნაფთალინის დაყრა - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას ეხმაურება.

„სამარცხვინო, მყრალი პოპულიზმია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფენის საცინად აგდებაა ეს. 
ჩემთვის ტრაგედია იყო იმის აღმოჩენა, რომ ახალგაზრდა, ჩემი ასაკის ქალები სამეგრელოს სოფლებში საპენსიო ასაკის მიღწევას ჩქარობენ, რომ ქეში ჩაუვარდეთ ხელში.
სოფლებში პენსიონერი ”მდიდარია”. ოჯახები საჭმელს, ასე თუ ისე, ჭამენ თავიანთი მეურნეობით. მაგრამ ქეში პრობლემაა და პენსიონერი სხვებზე წინაა.
ხალხი დაბერებას ჩქარობდეს არის ქვეყნის უბედურება.
60 წლის ქალს და კაცს ღირსეული სამუშაო ადგილი სჭირდება და არა ნაფტალინის დაყრა.
ნაცმოძრაობა რასაც აკეთებს არის ქოცობა.
საპენსიო ასაკი ასაწევი და გასათანაბრებელია - პირიქით“- წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის საპენსიო ასაკად განისაზღვროს 60 წელი;  გაიზარდოს მინიმალური პენსიის ოდენობა და გახდეს 400 ლარი“.