"ევროპული საქართველო" წარმომადგენლის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, დღეს დიდი დღეა, გაირკვა რომ ტერორისტი სახელმწიფო, რომელიც თავს სუპერსახელმწიფოდ გვაჩვენებდა, ყოფილა ფარჩაკი, სადაც შეიძლება გასამხედროებულმა დაჯგუფებამ მილიონიანი ქალაქი აიღოს და დაიკავოს ისე, რომ წინააღმდეგობა ვერავინ გასწიოს.
"პუტინის განადგურება საქმეს არ შველის, იმიტომ რომ პუტინი არ იყო მაგრამ შოიგუ იყო აფხაზეთში და აკეთებდა იმას, რისთვისაც მერე მინისტრად დანიშნეს. დონბასში აკეთებდა იგივეს ზუსტად. ამიტომ რუსეთი უნდა განადგურდეს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პუტინი იქნება, შოიგუ, ელცინი თუ პრიგოჟინი, ეს ქვეყანა უნდა განადგურდეს, პირწმინდად დამარცხდეს, დაიფერფლოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენს ჩრდილოეთით ნორმალური სახელმწიფო გაჩნდეს.
ჩვენ გვინდა ქართველებს ვაჩვენოთ, რომ ეს ყველაფერი ერთი ომის ნაწილია და უკრაინელები ახლა ჩვენს საქმესაც აკეთებენ. ყოფილა დრო ჩვენ გაგვიკეთებია უკრაინელების საქმე და ეს საქმე ორივე ქვეყანამ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ნატოს წევრები გავხდეთ იმიტომ რომ ყველა კრიზისი არის შესაძლებლობა. ეს კრიზისიც არის შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი და რაც მთავარია, ამ აქციის მთავარი გზავნილია, რომ ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია წინსვლა. ეს არის პუტინის ფარჩაკი რეჟიმის ვასალი რეჟიმი და ეს რეჟიმი თუ არ შეიცვალა, არანაირი აზრი აქტივობებს არ აქვს".- ამბობს ჩერგოლეიშვილი.